სს ,,საქართველოს ბანკი“ შიდა აუდიტის დეპარტამენტი, შვილობილი კომპანიებისა და ინტეგრირებული აუდიტის სამსახური აცხადებს ვაკანსიას IT აუდიტორის/გამოცდილი IT აუდიტორის პოზიციაზე.


ძირითადი ფუნქციები:

·        ბანკის მასშტაბით არსებული IT რისკების შეფასებაი და წლიური გეგმის შემუშავება 

·        ინფორმაციული სისტემების შეძენის, დეველოპმენტის, ტესტირების, დანერგვის, შემდგომი მართვის და სერვისის მიწოდების პრაქტიკის ორგანიზაციის სტარტეგიულ მიზნებთან და საერთაშორისოდ აღიარებულ პრაქტიკებთან შესაბამისობის შემოწმება;

·        ინფორმაციული აქტივების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად არსებული პოლიტიკების, პროცედურების, კონტროლების (მათი დიზაინის, ფუნქციონირების ეფექტურობა და მონიტორინგი ) ეფექტურობის შემოწმება;

·        ცალკეული შემოწმების ჭრილში, აუდიტის გუნდის მხარდაჭერა ინფორმაციული ტექნოლოგიების ანალიზის და IT რისკების შეფასების კუთხით;

·        IT აუდიტის ჭრილში შემოწმების მართვა და განხორციელება:

·        შემოწმებაში მონაწილე თანამშრომლებზე/ გუნდის წევრებზე ამოცანების გადანაწილება და მათი საქმიანობის კოორდინირება/ვადების კონტროლი;

·        აუდიტის ყოველ ეტაპზე (დაგეგმვა, ტესტირება, შედეგები) შესრულებული სამუშაოს, დეპარტამენტში დამტკიცებულ შესაბამის ფორმებში, დოკუმენტირება;

·        იდენტიფიცირებული ხარვეზების შესაბამისი აუდიტორული მტკიცებულებით გამყარებაზე ზედამხედველობა;

·        დასკვნის მომზადება/დადასტურება და განხილვა შესაბამისი დონის მენეჯმენტთან;

·        ცალკეული აუდიტორული შემოწმების დასრულებისას, შემოწმების პროცესის განხილვა გუნდის წევრებთან, პროცესის ეფექტურად წარმართვაზე ნეგატიურად მოქმედი ფაქტორების გამოვლენა და მათი აღმომფხვრელი ღონისძიებების განხორციელება;

·        სტრუქტურულ (თუ პროექტების ჭრილში) დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების განვითარება (რაც მოიცავს მათი ცოდნის გაღრმავებას მენტორობისა და ქოუჩინგის საშუალებით);

·        პარალელურ რეჟიმში რამდენიმე პროექტის მართვა (პრიორიტეტებისა და მოსალოდნელი ცვლილებების დროული შეთანხმება უშუალო უფროსთან);

·        შესრულებულ სამუშაოზე პერიოდული ანგარიშგება შესაბამისი ჯგუფის და/ან სამსახურის უფროსთან და საჭიროების შემთხვევაში დეპარტამენტის დირექტორთან.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


განათლება: ბაკალავრის/ მაგისტრის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებაში (ექვივალენტი).

CISA/CIA -სერტიფიცირება ჩაითვლება უპირატესობად


სამუშაო გამოცდილება:

·        ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის 1 დან 5 წლამდე გამოცდილება

·        IT აუდიტორად მუშაობის ან ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

·        დიდი ოთხეულის აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად



ცოდნა, უნარები:


·        ინფორმაციული უსაფრთხოების პრინციპების ცოდნა;

·        IT აუდიტის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებისა და სტანდარტების ცოდნა

·        რისკ მენეჯმენტი;

·        ენები: ქართული და ინგლისური თავისუფლად (განსაკუთრებით კითხვით/აღქმით, რათა შეძლოს online კვლევების ჩატარება/ინგლისურენოვანი მასალების დამუშავება); სასურველია რუსული ენის ცოდნა;

·        ანგარიშების, დასკვნების, მემორანდუმების და სხვა შიდა სამსახურეობრივი ფორმების წერილობით მომზადების უნარი;

·        პროექტის გეგმის დამოუკიდებლად შემუშავების და მართვის უნარი;

·        კანონმდებლობაში, სტანდარტებში, პროცედურებში, საუკეთესო პრაქტიკების მოძიების და დანერგვის უნარი;

·        კომპლექსური მონაცემების მოპოვების და ანალიზის უნარი;

·        ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება;

·        პროექტების მართვის უნარი.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 5/12/2019.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით