სს ,,საქართველოს ბანკის“ ექსპრეს საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს კონსულტანტ-ოპერატორის ვაკანსიას მარნეულში.


  • თუ ხარ სტუდენტი ან კურსდამთავრებული და ახლა იწყებ სამუშაო კარიერას;
  • საბანკო სექტორი შენთვის მიმზიდველი და საინტერესოა;
  • სურვილი გაქვს გაიუმჯობესო კომუნიკაციის, მომსახურების და გაყიდვების უნარ-ჩვევები;
  • გსურს გახდე ქვეყნის ლიდერი ბანკის გუნდის წევრი, დაიწყო და განავითარო შენი მომავალი კარიერა ამ სფეროში...


შენი ფუნქცია იქნება:


  • შეხვდე და გაესაუბრო სერვისცენტრში შემოსულ მომხმარებელს;
  • დაეხმარო გამოიყენოს ბანკის დისტანციური პროდუქტები და დაზოგოს თავისი დრო;
  • გააცნო ჩვენი ახალი პროდუქტები, მოუყვე მეტი არსებული პროდუქტების შესახებ, გააკეთო წარმატებული შეთავაზება და გაყიდო საბანკო მომსახურება;
  • საჭიროებისამებრ შეითავსო მოლარე-ოპერატორის ფუნქციები და მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად აწარმოო სხვადასხვა ოპერაციები: ვალუტის გაცვლითი ოპერაციები, ნაღდი ფულის შემოსავლის/გასავლის/გადარიცხვის შესრულება, ფულადი გზავნილების გაგზავნა/მიღება;
  • წვლილი შეიტანო თვითმომსახურების დანერგვა-განვითარებისა და გაციფრულების (Digital) პროცესებში.


 

თუ შენ:


  • ხარ აქტიური;
  • გაქვს კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი;
  • გიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა და მათთვის დახმარების გაწევა;
  • არ ერიდები შეკითხვების დასმას და სიამოვნებით პასუხობ, როდესაც გეკითხებიან.

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: მარნეულის Express სერვისცენტრი.

 

ჩვენ გთავაზობთ:

 

  • 8 საათიან სამუშაო განაკვეთს
  • განვითარების, ახლის სწავლის შესაძლებლობას ინტენსიურ ტრენინგის საშუალებით, რომელიც დაგეხმარებათ პიროვნული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის განვითარებაში. ტრენინგი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, ხანგრძლივობა 6 კვირა, ტრენინგების დაწყებისთანავე ფორმდება შრომითი ხელშეკრულება;
  • ფიქსირებულ ანაზღაურებას დამატებული ყოველთვიური ბონუსი, გამომუშავებით, გაყიდული პროდუქტების/ოპერაციების გეგმის შესაბამისად;
  • 6-თვიანი წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობას ბანკში არსებულ სხვადასხვა პოზიციაზე;
  • პერსონალური უნარების განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 15/08/2019.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით