სს „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული ანალიტიკოსის თანამდებობაზე.


ძირითადი მოვალეობები:


  • სესხის სრული ციკლის მართვა: საკრედიტო განაცხადების მიღება, დამუშავება, პროექტის მომზადება, კომიტეტზე წარდგენა, გადაწყვეტილების გაცნობა მომხმარებლისთვის, სესხის დაფარვის პროცესის კოორდინაცია/კონტროლი;
  • პორტფელის (მომხმარებლების რაოდენობა, კრედიტები, გარანტიები, აკრედიტივები, ფაქტორინგი, საპროცენტო და საკომისიო შემოსავლების მოცულობა) მართვა:
  • კონკურენტული ბაზრის შესახებ ინფორმაციის მოძიება / შესწავლა;
  • პორტფელში არსებული კლიენტების მდგომარეობის სისტემატური მონიტორინგი;
  • ორგანიზაციული საკითხების მოგვარება და ანგარიშგება დეპარტამენტში არსებული სქემის შესაბამისად;
  • დეპარტამენტის მხარდაჭერა მიმდინარე საქმიანობაში.


სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


განათლება:


მინ. ბაკალავრის ხარისხი ერთ–ერთი შემდეგი მიმართულებით: ეკონომიკა, ფინანსები;


სამუშაო გამოცდილება:


ბანკის საკრედიტო ან კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტში მინ. 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;


სავალდებულო ცოდნა, უნარები:


  • ფინანსები: ძირითადი ფინანსური უწყისების, ფინანსური კოეფიციენტების ანალიზი;
  • სასურველია: დაკრედიტების იურიდიული ასპექტები; კომერციულ ბანკებში კორპორატიული სესხების დამუშავებისა და გაცემის დადგენილი წესები;
  • კომპიუტერული უნარები: MS Word, MS Excel, MS Power Point, MS Outlook, Internet;
  • ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად. გამართულად (ლიტერატურული ნორმების შესაბამისად) საუბრის და წერის უნარი; ინგლისური თავისუფლად; რუსული თავისუფლად;
  • ბიზნეს კომუნიკაციის უნარი - აზრის გასაგებად და არგუმენტირებულად გადმოცემის უნარი (წერით და ზეპირად);
  • კორპორატიულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობა – ვალდებულებების, ეთიკური და ზნეობრივი ნორმების და კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ენერგიულობა;
  • მომსახურების უნარები - თავაზიანობა, კეთილგანწყობა, დახმარების მზაობა და გამოხატვის უნარი;
  • ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვა, პუნქტუალურობა.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 12 ნოემბერი, 2019

გამოაგზავნეთ განაცხადი