სს „საქართველოს ბანკის“ ფულისა და ფასეულობათა დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბექ-ოფისის მოლარის თანამდებობაზე ბათუმსა და თელავში.


სამუშაო გრაფიკი - დღის და საღამოს ცვლა.                           

 

ძირითადი მოვალეობები:


  • დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული სალაროების სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად, ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობების მიღება/აღრიცხვა/გადათვლა/ფორმირება/ შენახვა/გაცემასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობა;
  • ფულისა და ფასეულობათა საცავზე მატერიალურად პასუხისმგებლობა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის სამუშაოს გადანაწილება და სამუშაოს შესრულების კონტროლი;
  • დალუქული ფასეულობის მიღება, აღრიცხვა, შენახვა, გაცემა;
  • დალუქული ჩანთების გახსნა, ნაღდი ფულის გადათვლა და ფორმირება
  • ნაღდი ფულის მომზადება საინკასაციოდ- ნაღდი ფულის განთავსება კონტეინერებში, დალუქვა და გადაცემა ინკასაციაზე პასუხისმგებელ პირზე
  • ოპერაციების ასახვა საბანკო პროგრამაში, სათანადო დოკუმენტაციის ბეჭდვა, ხელმოწერებით უზრუნველყოფა და შენახვა
  • სალაროს ოპერაციების მხარდაჭერის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების გამოვლენა, გამოვლენილ პრობლემებზე ადექვატური რეაგირება;
  • პერიოდული ანგარიშგების წარმოება ხელმძღვანელის წინაშე შესასრულებელი ამოცანების შესახებ.


სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


განათლება: უმაღლესი - სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, ტექნიკური სპეციალობები;


სამუშაო გამოცდილება: 


  • სავალდებულოა ნაღდ ფულთან - როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაზე მუშაობის, მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება. 
  • სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;


აუცილებელი ცოდნა და უნარები:

 

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (Excel, Word, Outlook, Internet);
  • ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად; სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა, შრომისმოყვარეობა, გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციური უნარები;
  • პუნქტუალურობა, გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა, თანამშრომელთა ზედამხედველობის და სამუშაო პროცესის გაკონტროლების უნარი;



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 26/08/2019

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით