სს „საქართველოს ბანკის“ ნაღდი ფულის და ფასეულობის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ინკასატორის თანამდებობაზე გორში.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • საკასო/საინკასაციო ოპერაციების წარმოება და მხარდაჭერა;
  • ნაღდფულიანი საინკასაციო ჩანთების მომზადება;
  • ნაღდფულიანი საინკასაციო ჩანთების მიღება, გადატანა, შენახვა, გადაცემის უზრუნველყოფა;
  • საინკასაციო ჩანთების დახარისხება, მარაგების კონტროლი;
  • ნაღდი ფულის ოპერაციებთან დაკავშირებული საბუთების ფორმირება;
  • ნაღდი ფულის გადათვლა-ფორმირება;
  • საკასო/საინკასაციო ოპერაციების მხარდაჭერის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების გამოვლენა და გამოვლენილ პრობლემებზე შესაბამისი რეაგირება;
  • პერიოდული ანგარიშგების წარმოება ხელმძღვანელის წინაშე შესასრულებელი ამოცანების შესახებ;


სავალდებულო მოთხოვნები:


განათლება:

  • უმაღლესი განათლება;


სამუშაო გამოცდილება:

  • სასურველია სალაროსთან/საწყობში მუშაობის გამოცდილება;


სავალდებულო ცოდნა, უნარები:


  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, Outlook, Internet) მომხმარებლის დონეზე;
  • ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად; სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე;
  • ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დატვირთული განრიგით მუშაობის უნარი;


დამატებითი ინფორმაცია: აღნიშნული პოზიცია ითვალისწინებს სხვადასხვა წონის მქონე ფულის ტომრების გადატანა/გადაადგილებას და შესაბამისად საჭიროებს ფიზიკურ ძალას.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 26/08/2019.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით