"საქართველოს ბანკი" -ის საოპერაციო დეპარტამენტი აცხადებს ინფრასტრუქტურის მართვისა და ხარისხის კონტროლის მენეჯერის ვაკანსიას.


პოზიციის მიზანია ინფრასტრუქტურულ-ტექნიკური გარემოს  მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი. შენობებისა და სამუშაო ინფრასტრუქტურის პროგნოზირებადი და პრევენციული სტანდარტებს უზრუნველყოფა ორგანიზაციული და თანამშრომლების საჭიროებების შესაბამისად.


ძირითადი მოვალეობები:


·       ინფრასტრუქტურული მართვის საერთაშორისო სტანდარტების და მეთოდოლოგიის განვითარება.

·       HVAC ტექნიკური მომსახურების სტანდარტების/სამუშაოს აღწერის მომზადება და სტრატეგიის ჩამოყალიბება

·       HVAC კონტრაქტორების მიერ ჩატარებული სამუშაოების მონიტორინგი

·       HVAC ინვენტარიზაცია და CMMS სისტემაში ატვირთვა

·       ბანკის შიდა ჯგუფების და გარე კონტრაქტორების კონტროლის და მონიტორინგს მექანიზემების დანერგვა/განვითარება, ბანკის ინფრასტრუქტურის დადგენილ პროცედურებთან და სტანდარტებთან მიმართებაში.

·       CMMS სისტემის მართვა, მონიტორინგი.


ადმინისტრაციული ფუნქციები:


·       სტანდარტების, პროცედურების შექმნა და დოკუმენტირება. პრევენციული/პროგნოზირებადი სამუშოებისთვის დოკუმენტაციის შედგენა ობიექტების ტექნკიკური მდგომარეობის შეფასება-მოსმახურებისთვის.

·       ქსელში არსებული ობიექტების ინფრასტრუქტურული მონიტორინგი, შეფასება.

·       არასტანდარტულ ინფრასტრუქტურულ საკითხებზე მუშაობა, გარე და შიდა ჯგუფების ჩართვა და საკითხის ბოლომდე მიყვანა

·       სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ჯგუფების კოორდინაცია, შესრულებული სამუშაოს შეფასება და ჩაბარება  

·       ინფრასტრუქტურულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფების მონიტორინგი, შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი და ეფექტური კომუნიკაცია

·       CMMS სისტემაში მუშაობა, სამუშაოს თანმიმდევრობის განსაზღვრა და გადანაწილება პასუხსიმგებელ ჯგუფებზე.

·       ინფრასტრუქტურული მართვის დეპარტამენტის თანამშრომლების მხარდაჭერა საქმიანობების შესრულებისას და სამუშაო ჯგუფებთან პოზიტიური სამუშაო ურთიერთობების შენარჩუნება.

·       ინფრასტრუქტურის მომსახურების ხელშეკრულებების პირობების მონიტორინგი, ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება.


სასურველი უნარ-ჩვევები:


·       გათბობა/გაგრილება/ვენტილაციის კუთხით სამუშაო/თეორიულ გამოცდილება, მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება

·       სასურველია სამშენებლო, ტექნიკური ან სხვა მსგავსი მიმართულებით სამაგისტრო ხარისხი.

·       ტექნიკურ ნახაზებზე მუშაობის გამოცდილება.

·       ინფრასტრუქტურული და სამშენებლო უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა.

·       პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების-უნარები.

·       გამართული  კომუნიკაციის უნარები, როგორც ვერბალური, ასევე წერითი.

·       გუნდური მუშაობისა და გუნდის მართვის უნარი.

·       სრული სურათის დანახვისა და ამავდროულად დეტალების მიმართ ყურადღების გამახვილების უნარი.

·       კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრუყოფილი ცოდნა.

·       ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 29.06.2021

გამოაგზავნეთ განაცხადი