სს „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:


  • კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტისათვის სხვადასხვა ტიპისა და შინაარსის გარიგების/დოკუმენტის შემუშავება/მომზადება;
  • საკრედიტო კომიტეტის გადაწყვეტილების შესაბამისად გარანტიის/აკრედიტივის/ფაქტორინგის გაცემისთვის მოთხოვნილი უზრუნველყოფის და სხვა შესაბამისი ხელშეკრულებების მომზადება;
  • ზემოაღშნული ხელშეკრულებების ვიზირება და სამართლებრივ-ადმინისტრაციული მხარდაჭერის სამსახურის უფროსი იურისტის ან/და იურიდიული დეპარტამენტის იურისტის ვიზირების უზრუნველყოფა;
  • ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებებზე კლიენტისა და ბანკის წარმომადგენლის მიერ ხელმოწერის უზრუნველყოფა;
  • კორპორაციული საბანკო მიმართულებით გასაფორმებელ/გაფორმებულ გარიგებებთან/დოკუმენტებთან დაკავშირებით სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა ბანკის თანამშრომლებისათვის/სტრუქტურული ერთეულებისათვის;
  • კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის მიერ გასაფორმებელ/გაფორმებულ გარიგებებთან/დოკუმენტებთან დაკავშირებულ განხილვებსა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
  • კლიენტებთან ურთიერთობა კრედიტის შესაბამის საკრედიტო კომიტეტზე დამტკიცების შემდგომ პერიოდში საჭირო საბუთების მომზადებასა და სახელშეკრულებო პირობებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევის მიზნით;
  • საკრედიტო პროექტის დამტკიცების შემდგომ სესხის გასაცემად საჭირო პროცესის დოკუმენტური და სამართლებრივი უზრუნველყოფა;
  • საკრედიტო დოკუმენტაციის პაკეტის შექმნა/ფაილინგი და შესაბამისი სტრუქტურებისთვის გადაცემა;
  • კორპორაციული სასესხო დოკუმენტაციის სისრულის კონტროლი;
  • კორპორაციული სასესხო დოკუმენტაციის სამართლებრივი შესაბამისობის კონტროლი;
  • გასაფორმებელი/გაფორმებული გარიგების/დოკუმენტის კანონმდებლობასთან და ბანკის შიდა ინსტრუქციებთან/დებულებებთან ან/და საკრედიტო კომიტეტის ოქმის პირობებთან შესაბამისობის კონტროლი და სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება;
  • სამართლებრივი მხარდაჭერის მიზნით საკანონმდებლო და ბანკის შესაბამის დეპარტამენტებში არსებული სათანადო ინფორმაციის მოპოვების, ანალიზისა და გამოყენების უზრუნველყოფა და კოორდინირება;
  • ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის კლიენტებისათვის საბანკო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით სამართლებრივი კონსულტაცია ან/და შესაბამისი ხელშეკრულებების ვიზირება;
  • ბანკში შემოსული კორესპონდენციის ანალიზი, განხილვა, საპასუხო სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადების კოორდინირება და სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
  • საკრედიტო დოკუმენტაციის სამართლებრივი შესაბამისობის კონტროლი;
  • საჯარო რეესტრის ავტორიზებულ პირზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსგან დელეგირებული საჯარო -სამართლებრივი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი სარეგისტრაციო წარმოებ(ებ)ის განხორციელების უზრუნველყოფა;
  • სამართლებრივ-ადმინისტრაციული მხარდაჭერის სამსახურის ფუნქციების ფარგლებში სხვა სახის სამართლებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფა.



სავალდებულო მოთხოვნები:


განათლება:


უმაღლესი: ბაკალავრის ხარისხი - სამართალი

 

სამუშაო გამოცდილება:


სასურველია ბანკში ან საფინანსო ორგანიზაციაში იურისტად ან იურისტ-ადმინისტრატორად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.

 

სავალდებულო ცოდნა, უნარები: 


  • გუნდურობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • პროფესიული: სამოქალაქო, სამეწარმეო, ადმინისტრაციული და საბანკო სამართალი;
  • ენები: ქართული - გამართული საუბრის და წერის უნარი (ლიტერატურული ნორმების შესაბამისად), სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა (B2);
  • კომპიუტერული პროგრამები: MS Excel, MS Outlook, MS Power Point, MS Word.



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 19/08/2019.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით