სს „საქართველოს ბანკის“ SOLO Lifestyle სამსახური აცხადებს ვაკანსიას SOLO Lifestyle სატელეფონო ცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:


  • მომხმარებლის სატელეფონო მომსახურება;
  • ელ. ფოსტისა და სხვა კომუნიკაციის საშუალებებით მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა;
  • ზარების მონიტორინგი და რეპორტინგი;
  • მომხმარებლებზე ორიენტირებული მაღალხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა;
  • სატელეფონო რეჟიმში Lifestyle-თან დაკავშირებულ მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება (კონტრაქტორ კომპანიებთან ურთიერთობით):
  • რესტორნები/სასტუმროები: კლიენტისთვის დახმარების გაწევა რესტორნის/სასტუმროს დაჯავშნა/გაუქმებაში მსოფლიო მასშტაბით
  • ფლორისტის მომსახურება: კლიენტის მოთხოვნით ყვავილების შეძენა/გაგზავნა მსოფლიო მასშტაბით
  • მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება;
  • მომხმარებლების საჭიროებების იდენტიფიცირება, მიღებული ინფორმაციის დაზუსტება/დამუშავება, პრობლემების მოგვარების გზის/ალტერნატივების შეთავაზება;
  • დასახული პიროვნული და გუნდური ხარისხობრივი და რაოდენობრივი მიზნების მიღწევა.

 

  

სავალდებულო მოთხოვნები:

 

განათლება: უმაღლესი

 

სამუშაო გამოცდილება:


უპირატესობა მიენიჭებათ სასტუმროში, ტურისტულ სააგენტოში ან/და სატელეფონო ცენტრში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს.

 

სავალდებულო ცოდნა, უნარები:

 

  • სერვისულობა, მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ფლობა, აკადემიურად წერის უნარი; 
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარები.


სამუშაო გრაფიკი:


კვირაში 5 სამუშაო დღე


ცვლები: 09:00 – 17:00

              17:00 – 24:00

              24:00 – 09:00


კვირაში 1 დღე ღამის ცვლა, წინა და მომდევნო დღე დასვენება.



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 03/12/2019

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით