სს „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ექსპრეს მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე თბილისში,

 

 

პოზიციის მიზანია სერვისცენტრის გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, მომხმარებლებისათვის მაღალხარისხიანი საოპერაციო და საკასო მომსახურების გაწევა.

 

  

ძირითადი მოვალეობები:

 

  • ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
  • მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად სხვადასხვა ოპერაციის წარმოება: ვალუტის გაცვლითი ოპერაციები, ნაღდი ფულის შემოსავლის/გასავლის/გადარიცხვის შესრულება, ფულადი გზავნილების გაგზავნა/მიღება; 
  • მომხმარებლებზე მორგებული საბანკო პროდუქტების შეთავაზება, გაყიდვების პროცესის უზრუნველყოფა და სწორი კონსულტაციის გაწევა;
  • მომხმარებელთა გადამისამართება მათივე მოთხოვნების შესაბამისად;

 

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

განათლება: უმაღლესი, სასურველია ეკონომიკის, საბანკო სფეროს, ტექნიკური საგნების მიმართულებით.

 

სამუშაო გამოცდილება: სასურველია მომსახურების და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

 

 

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • მომხმარებლების მომსახურების უნარ_ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება, შეცდომების გამოსწორება);
  • ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად; სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციური უნარები: აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა;
  • ეფექტური გაყიდვების წარმოების უნარი;
  • შესრულების სისწრაფე, ყურადღება დეტალების მიმართ, ლოგიკური აზროვნება, ორგანიზებულობა, კარგი მეხსიერება.



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 27/08/2019.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით