სს „საქართველოს ბანკის“ გლობალური საბანკო ოპერაციების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას საკორესპონდენტო ურთიერთობებისა და ანგარიშსწორების ოფიცრის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

 

  • ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოება ნოსტრო და ლორო საკორესპონდენტო ანგარიშების მეშვეობით;
  • ეროვნული ბანკიდან და მოკორესპონდენტო ბანკებიდან მიღებული ჩარიცხვების შემოწმება და პირველი დონის დამოწმება ლიმიტის ფარგლებში;
  • ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში სისტემის გარეთ გამავალი გადარიცხვების დამუშვება;
  • ლორო ბანკების მომსახურება (ჩარიცხვა-გადარიცხვების დამუშავება/შესრულება);
  • ფულადი გზავნილების სისტემიდან მიღებულ წერილებზე რეაგირება / მოთხოვნის დამუშავება;
  • სერვის ცენტრებიდან ფულად გზავნილებთან დაკავშირებით მიღებულ მეილებზე რეაგირება (მიმღების შესწორება, დამატებითი ინფორმაციის ჩამატება, განაღდებული გზავნლილს აღდგენა, დაარქივებული ფულადი გზავნილის აღდგენა, დაბრუნება, ფულად სისტემებთან სატელეფონო დაკავშირება და გზავნილს განბლოკვა);
  • UMTS-ში წარმოქმნილ ტექნიკურ ხარვეზზე რეაგირება;
  • ფულადი გზავნილის ჩარიცხვა საქართველოს ბანკის კლიენტის ანგარიშზე, პირველადი დამოწმება;
  • სერვის ცენტრებიდან მიღებული შეტყობინებების დამუშავება და შესაბამისი ინფორმაციის მოძიება/ რეაგირება;
  • SWIFT შეტყობინების მომზადება;
  • AML-ის მიერ დაბლოკილ ოპერაციაზე რეაგირება და კონტროლი;
  • AML-ის მიერ მოთხოვნილი შეტყობინების მომზადება ნოსტრო/ლორო ბანკებში გასაგზავნად;
  • ბანკებთან განხორციელებული საკონვერსიო ოპერაციების წარმოება და კონტროლი ხაზინის დეპარტამენტის მიერ დადებული გარიგებების საფუძველზე;
  • ნოსტრო ანგარიშებზე ჩატარებული ოპერაციების ასახვა შესაბამის პროგრამაში - კონვერტაციები, დეპოზიტები, სესხები, ბანკნოტური ოპერაციები, თანხების გადატანები ად სხვა);
  • ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის ჩატვირთვა საბანკო პროგრამაში;
  • საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე დადებული გარიგებების ინსტრუქციების მიღება, ოპერაციის დამუშავება და მომხმარებლებზე შესაბამისი შეტყობინებების მომზადება (პირველადი დონე);
  • ლოკალურ ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე დადებული გარიგებების ინსტრუქციების მიღება, ოპერაციის დამუშავება და მომხმარებლებზე შესაბამისი შეტყობინებების მომზადება(პირველადი დონე);
  • უნაღდო ანგარიშსწორება და კონვერტაციები ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში (პირველადი დონე);

 

განათლება:

 

უმაღლესი: ბაკალავრის ხარისხი (ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე)

 

სამუშაო გამოცდილება:

 

მინ. 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბანკში საოპერაციო მიმართულებით.


უცხო ენა:


ინგლისური-ძალიან კარგად;

რუსული-ძალიან კარგად;



აუცილებელი ცოდნა და უნარები:

 

  • კარგად განვითარებული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია;
  • აზრის ნათლად და არგუმენტირებულად გადმოცემის უნარი;
  • გუნდურობა;
  • დროის მენეჯმენტი;
  • ორგანიზებულობა;
  • კონფიდენციალური გარემოს შექმნის უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • ერთდროულად რამდენიმე საკითხზე მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • ·ენები: ქართული - გამართული საუბრის და წერის უნარი (ლიტერატურული ნორმების შესაბამისად); ინგლისური და რუსული - კარგად
  • კომპიუტერული პროგრამები: MS Excel, MS Outlook, MS Power Point, MS Word;
  • სასურველია :კორპორატიული პროგრამული უზრუნველყოფა:

საერთო მოხმარების: HRMS, M-File,..

სპეციფიური პროგრამები/მოდულები:

Va-Bank


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 19/08/2019.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით