სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტში, მცირე და საშუალო ბიზნესის ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე ქუთაისში.


ძირითადი მოვალეობები:

 

  • საკრედიტო ჯგუფის მიერ გაცემული სესხების რაოდენობის და მოცულობის ზრდა, პორტფელის ზრდა და ხარისხის შენარჩუნება;
  • დაქვემდებარებული ჯგუფის მართვა და კოორდინაცია: ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა, პრიორიტეტების განსაზღვრა, გეგმების შესრულების და მუშაობის ხარისხის კონტროლი, ახალი სტანდარტების მიწოდება, დანერგვა, შეფასება და შემდგომი განვითარების დაგეგმვა;
  • საჭიროების შემთხვევაში პირდაპირი მარკეტინგის წარმოების დაგეგმვა და ჯგუფის ხელმძღვანელობა;
  • მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება, შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება, ამ პროდუქტის უპირატესობის ახსნა;
  • ჯვარედინი გაყიდვები – კომპანიის პროდუქტების სრული სპექტრის შეთავაზება;
  • საკრედიტო ექსპერტთან ერთად მომხმარებლის ბიზნეს საქმიანობის, ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი;
  • სესხების პერიოდული შერჩევითი მონიტორინგი;
  • რეაგირება ცვლილებებზე კრედიტის მიმდინარეობის პერიოდში, პრობლემების იდენტიფიცირება, მათი გადაწყვეტის გზების შერჩევა და საკითხის განხილვა შესაბამის კომიტეტზე;
  • პრობლემური სესხის მართვა;
  • საკრედიტო ასისტენტის ონ-ჯობ ტრენინგი და შედეგის შეფასება: გადანაწილება, პრაქტიკის მართვა-კონტროლი, ასისტენტის შეფასება და დეპარტამენტის მენეჯმენტთან რეკომენდაციების წარდგენა.

 

სავალდებულო მოთხოვნები:

 

განათლება: უმაღლესი, სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, ტექნიკური სპეციალობები;

 

სამუშაო გამოცდილება:

 

მინ. 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით ბანკში და/ან საკრედიტო ორგანიზაციაში, მათ შორის მინ. 6 თვიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;

 

სავალდებულო ცოდნა, უნარები:

 

  • ბიზნეს დაკრედიტების პროდუქტების ცოდნა;
  • დაკრედიტების იურიდიული ასპექტები (სავალდებულო დოკუმენტაცია);
  • ფინანსური ანალიზი (ბალანსი, მოგება-ზარალი, ფულადი ნაკადების უწყისი);
  • ზოგადი მენეჯმენტის საწყისები;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • გაყიდვების უნარი, დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაცია; 
  • ჯგუფის ეფექტურად მართვის უნარი: მიზნების განსაზღვრის, დელეგირების, კონტროლის, მოტივაციის, სწავლების და შეფასების უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვის, დროში განაწილების, მიზნების განსაზღვისა და მიღწევის უნარი;
  • სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება, ინტუიცია;
  • მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
  • ლიდერობა, პრინციპულობა, გუნდური მუშაობის უნარი, მოქნილობა, ინიციატივა, ენერგიულობა, აქტიურობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა, ყურადღება დეტალების მიმართ, სტრესულ, დაძაბულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი. 


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 6 სექტემბერი, 2019.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით