საქართველოს ბანკის კორპორატიული საბანკო მომსახურების მიმართულება აცხადებს ბიზნესის განვითარების ოფიცრის ვაკანსიას.


ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესის ზრდის სტრატეგიების შექმნასა და განხორციელებაში. იდეალურ კანდიდატს უნდა ქონდეს სწორი ბლანსი ანალიტიკური და ბიზნეს უნარების და ამავდროულად იაზრებდეს, რომ რამდენად მნიშვნელოვანია გაყიდვებისა და მომგებიანობის ზრდისთვის დაკავშირებული გუნდების ეფექტური ურთიერთთანამშრომლობა. უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებიც გრძელვადიან პერიოდში განიხილავენ საქართველოს ბანკთან თანამშრომლობას.


ძირითადი ფუნქციები:


  • კორპორატიული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის პროცესებთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციაში მხარდაჭერა;
  • ჯვარედინი გაყიდვების პროცესების გამართვა და კონტროლი;
  • პრეზენტაციების მომზადება და დაგეგმვა;
  • სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებებს შორის ინფორმაციის მიმოცვლა;
  • დეპარტამენტის საჭიროებების კომუნიკაცია ბანკის შესაბამის მიმართულებებთან;
  • ბიზნეს სიახლეების მუდმივი გაცნობა, მონიტორნიგი და ახალი ტრენდების კოლეგებისათვის გაზიარება.


სასურველი კანდიდატის პროფაილი:


განათლება:

ბაკალავრის ან/და მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში, მარკეტინგში, ფინანსებში ან სხვა დაკავშირებულ მიმართულებებში


სამუშაო გამოცდილება:

სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 + სამუშაო გამოცდილება


ცოდნა და უნარები:

·        ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი

·        საუკეთესო კომუნიკაციის უნარები(როგორც წერითი, ასევე ვერბალური)

·        ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა

·        კრეატიულობა და სრული სურათის დანახვის უნარი


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 22/08/2019

 

გამოაგზავნეთ განაცხადი