სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას დისტანციური სერვისების და გაყიდვების დეპარტამენტში საღამოს ცვლის ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე.


ძირითადი მიზანია დეპარტამენტის ბიზნეს ამოცანების საფუძველზე, დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მართვა.


ძირითადი მოვალეობები:


  • ჯგუფის ეფექტური და დისციპლინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • დისტანციური სერვისის ჯგუფის სამუშაო პროცესის, მომხმარებლის მომართვიანობაზე სხვადასხვა არხებიდან (ზარი,ჩათი,მეილი) ოპერატიული რეაგირების და გეგმის (ინდივიდუალური, ჯგუფური) შესრულების კონტროლი;
  • სამუშაო პროცესში, მომხმარებელთა და თანამშორმელთა კმაყოფილების გაუმჯობესებაზე მიმართული ქმედებების განხორციელება;
  • სტატისტიკური მონაცემების დამუშავება, ანალიზი რეპორტინგი;
  • ჯგუფის წევრებთან ინდივიდუალური მიდგომით მუშაობა, მათი კვალიფიკაციის ამაღლებისა და განვითარების მიზნით კონკრეტული ქმედებების დაგეგმვა,  ეფექტური უკუკავშირის დაბრუნება და საჭირო  რეკომენდაციების მიცემა;
  • სიახლეების დროულად გაცნობის და ჯგუფის წევრებთან ინფორმაციის გაზიარების უზრუნველყოფა, შეხვედრების ორგანიზების და პირისპირ განხილვის გზით;
  • პრობლემური საკითხების/პრეტენზიების ეფექტიანად მოგვარებაში აქტიური ჩართულობა საჭიროებისას მომხმარებელთან კომუნიკაციის გზით;
  • სამუშაო პროცესზე დაკვირვების შედეგად, თანამშორმელთა ოპტიმალური ოდენობის განსაზღვრა და ვაკანსიის გამოცხადების საჭიროებაზე ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • დაქვემდებარებული ჯგუფისთვის, არსებული და ახალი პროცესების სამუშაო ინსტრუქციების / სასაუბრო სკრიპტების შექმნა - განახლება;
  • უშუალო მენეჯერთან ერთად, დაქვემდებარებული პერსონალის პროცესების (შერჩევა,როტაცია,ბენეფიტები,გათავისუფლება და ა.შ.) მართვა;
  • თანამშრომელთა განვითარება: ქოუჩინგი/მენტორინგი, შესრულების შეფასება და საჭირო ტრეინინგების განსაზღვრა;
  • არამატერიალური მოტივაციის ღონისძიებების დაგეგმვა–განხორციელებაში მონაწილეობა;
  • დაქვემდებარებული პერსონალის შვებულებების, შესვენებების და სხვა ადმინისტრაციული საკითხების მართვა;
  • თანამშრომელთა ბონუსირებისთვის საჭირო მონაცემების დროული დამუშავება და ხელმძღვანელზე მიწოდება;



სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები


განათლება:  ბაკალავრი ან მაგისტრატურა, სასურველი მიმართულებები: მენეჯმენტი, ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნეს ადმინისტრირება, მარკეტინგი.


სამუშაო გამოცდილება: 3-5 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე,

სასურველია პერსონალის მართვის გამოცდილება, ადამიანების კოორდინაცია.

სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო საბანკო გამოცდილება.


სავალდებულო ცოდნა და უნარები


  • HR მენეჯმენტის, ფინანსების , მარკეტინგის საფუძვლები;
  • მართვა და ლიდერობის პრინციპები;
  • კომპიუტერული პროგრამები;
  • გუნდური,დელიკატური-კეთილგანწყობილი,ენერგიული, კომუნიკაბელური;
  • ამოცანების სწორი დელეგირების და მათი შესრულების კონტროლის უნარი;
  • საკითხის პრობლემატიკის სწრაფი დადგენის და გადაწყვეტილების ეფექტური გენერირება;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 31 ოქტომბერი 2019.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით