სს „საქართველოს ბანკის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მიკრო საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე რეგიონებში:


ბათუმი, ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, სენაკი, ქობულეთი, ჭიათურა, გორი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ფოთი, ახალქალაქი, ახალციხე, ხაშური, კასპი, ბორჯომი, მესტია.    


ძირითადი მოვალეობები:

 

  • მომხმარებლებთან ადგილზე ვიზიტის დაგეგმვა და განხორციელება;
  • მომხმარებლებისათვის ბანკის მომსახურების სარგებლიანობის და საბანკო პროდუქტების პრეზენტაცია;
  • მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება, შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება და ამ პროდუქტის უპირატესობის ახსნა;
  • მომხმარებლის ბიზნეს საქმიანობის, ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი;
  • საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტზე წარდგენა.

 

  

სავალდებულო მოთხოვნები:

  

განათლება:

 

უმაღლესი, სასურველია ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან/და მათემატიკის მიმართულება.

  

სამუშაო გამოცდილება:

 

მინ. 6 თვიანი მუშაობის გამოცდილება მიკრო / მცირე / საშუალო / აგრო დაკრედიტების მიმართულებით ბანკში და/ან საკრედიტო ორგანიზაციაში.

  

ანაზღაურება: ფიქსირებულს დამატებული ყოველთვიური ბონუსი.

 

 

სავალდებულო ცოდნა, უნარები:

 

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ენები: ქართული თავისუფლად, სასურველია რუსული ენის ცოდნა;
  • კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები – აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად;
  • ორგანიზებულობა, ენერგიულობა, დაგეგმვის, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის დაგეგმვის უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 19 ნოემბერი 2019

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით