საქართველოს ბანკის სატელეფონო სერვის ცენტრში დისტანციური ბანკირის და დისტანციური გაყიდვების ბანკირის პოზიციებზე ვაცხადებთ ვაკანსიებს:


რას ვსაქმიანობთ ჩვენ?


  • მომხმარებლებს სატელეფონო და დისტანციური საკომუნიკაციო არხებით ვემსახურებით უწყვეტ რეჟიმში, ვთავაზობთ საბანკო პროდუქტებს და ვახორციელებთ საბანკო ოპერაციებს.


ვის ვეძებთ?

ყველას - განურჩევლად წინა სამუშაო გამოცდილებისა, სპეციალობისა და ენების ცოდნისა.


თუ შენ:

  • გამოტივირებს სხვების დახმარება და მათთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნა;
  • თავს კომფორტულად გრძნობ სწრაფ, ცვალებად, მრავალფეროვან გარემოში;
  • ხარ კომუნიკაბელური, ღია, კეთილგანწყობილი ადამიანი;
  • დაინტერესებული ხარ გრძელვადიანი თანამშრომლობით;
  • ხარ გუნდური, სწრაფი, მოქნილი, ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
  • გაქვს ლოგიკური აზროვნება და კარგი მეხსიერება;
  • საბაზისო დონეზე ფლობ კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს;
  • გსურს საბანკო საქმიანობის გაცნობა, სტაბილური სამსახური და განვითარება;



ჩვენ გთავაზობთ:

  • თქვენზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს!

4 საათიანი სამუშაო გრაფიკი; საწყისი დარიცხული ანაზღაურება: 175-275 ლარი + ბონუსი;

დღის ცვლა სრული გრაფიკით (8 საათი); საწყისი დარიცხული ანაზღაურება: 350–550 ლარი + ბონუსი;

ღამის ცვლა - გრაფიკი: 17:00-24:00, კვირაში 1 ღამე 24:00-12:00; საწყისი დარიცხული ანაზღაურება: 350–550 ლარი + ღამის დანამატი 200 ლარი + ბონუსი;

(მაქსიმალური ანაზღაურება დისტანციური ბანკირის პოზიციის უმაღლეს საფეხურზე : 1100 ლარი + ბონუსი) 

  • საბანკო პროდუქტების, პროცედურების და მომხმარებელთან ურთიერთობის თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს;
  • მხარდამჭერ, განვითარებასა და სწავლაზე ორიენტირებულ მეგობრულ გარემოს.

გამოგვიგზავნე რეზიუმე და დაიწყე შენი კარიერა საქართველოს ბანკის სატელეფონო ცენტრში. შემოუერთდი ჩვენს დიდ გუნდს!


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV, დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 26 ნოემბერი, 2019.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით