ტალანტების მოზიდვის პროფესიონალი


ტალანტების მოზიდვის პროფესიონალს კარგად ესმის კომპანიის სტრატეგია და შესაბამისად ახდენს სამიზნე კანდიდატების იდენტიფიცირებას, მოზიდვას, შეფასებას, შერჩევასა და ონბორდინგს; მუდმივად ზრუნავს კანდიდატებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებასა და მათთვის პოზიტიური გამოცდილების შექმნაზე.

ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც კარგად იცნობს დასაქმების თანამედროვე ბაზარს, მუდმივად ორიენტირებულია პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე, კეთილგანწყობილია, ენერგიულია, ღია და უშუალოა, აქვს დიდი სურვილი და მზად არის აქტიურად ჩაერთოს ტალანტების მოზიდვის საქმიანობაში.  


ტალანტების მოზიდვის პროფესიონალის ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:


  • არსებულ და პოტენციურ კანდიდატებთან კომუნიკაცია;
  • ბიზნესის მოთხოვნების ანალიზი, კონსულტირება და გადაწყვეტის საუკეთესო გზების შეთავაზება;
  • ტალანტების შერჩევის პროცესის ორგანიზება და მხარდაჭერა;
  • ონლაინ არხების (LINKEDIN, Facebook) და შერჩევის სხვა პროაქტიული მეთოდების გამოყენება საუკეთესო კანდიდატების მოძიების მიზნით;
  • კომპანიისა და დასაქმების ვებ-გვერდებზე ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
  • კანდიდატების გამოცდილების ანალიზი, გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება, იდეების გენერირება, პროცესების დახვეწა და გამარტივება;
  • ლიდერების მოზიდვის სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
  • ტალანტების მოზიდვის მეტრიკების, შეფასების მეთოდების ანალიზი, შემდგომი განვითარების დასახვა;
  • ახალგაზრდა ტალანტების მოზიდვის ინოვაციური პროგრამების ფორმირება;
  • ტალანტების მოზიდვის საუკეთესო გამოცდილებების შესახებ ინფორმაციის მოძიება, გუნდის წევრებისათვის გამოცდილების გაზიარება და მათ დანერგვაში მონაწილეობის მიღება.


ტალანტების მოზიდვის პროფესიონალის პროფაილი:


  • აქვს პერსონალის შერჩევაში/ტალანტების მოდიზვაში მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება;
  • დაინტერესებულია თანამედროვე ტექნოლოგიებით და სოციალური მედიით;
  • მოტივირებულია კანდიდატს შეუქმნას საუკეთესო გამოცდილება - კეთილგანწყობილია, ყურადღებიანია, გამოხატავს დახმარების მზაობას, ღიაა და უშუალო, აბრუნებს დროულ და ხარისხიან უკუკავშირს;
  • დეტალების მიმართ ზედმიწევნით ყურადღებიანი და ორგანიზებულია;
  • აქვს პრობლემური სიტუაციების მოგვარების/გადაჭრის უნარი;
  • შეუძლია რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულება და ამ ყველაფერს ახერხებს წინასწარ განსაზღვრულ ვადებში;
  • აქვს სრული ჩართულობა და მუდმივი მზადყოფნა მიზნის მისაღწევად;
  • კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი (როგორც წერითი ასევე ვერბალური);
  • კომფორტულად გრძნობს თავს სწრაფად ცვალებად გარემოში, მოქნილია;
  • გუნდურობა;
  • სიახლეებისადმი ღიაობა, ახლის სწრაფად ათვისების უნარი;
  • არის ემოციურად დაბალანსებული;
  • აქვს დარწმუნების უნარი ;
  • აფასებს კონფიდენციალობის დაცვას.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 14 ნოემბერი, 2019

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით