სს ,,საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულება აცხადებს ვაკანსიას მითერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები:
- მომხმარებლების დახვედრა, კარის გაღება, ქურთუკის ჩამორთმევა / მიწოდება, საჭიროების შემთხვევაში მანქანამდე გაცილება;
- ინკასაციის დახვედრა / გაცილება.
- მომხმარებლისთვის ყავა/ჩაის შეთავაზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: სასურველია უმაღლესი
სამუშაო გამოცდილება: სასურველია, მსგავსი მოვალეობების შესრულების მინ. 6 თვიანი გამოცდილება Horeca სექტორში.
ცოდნა, უნარები:
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა, მომსახურების უნარები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება);
- ენების ცოდნა: სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (ვერბალური უნარები);
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 4 დეკემბერი 2019