საქართველოს ბანკის საოპერაციო დეპარტამენტი აცხადებს აჭარა-გურია-სამეგრელოს რეგიონის ინფრასტრუქტურის მართვის და ხარისხის კონტროლის ოფიცრის ვაკანსიას.


პოზიციის მიზანია სს „საქართველოს ბანკი“- ს ობიექტების მუდმივი მონიტორინგი; სამუშაო ინფრასტრუქტურის ტექნიკური/დასუთავების სტანდარტების კონტროლი. ხარვეზების დაფიქსირება და მათი აღმოფხვრის პროცესების ბოლომდე მიყვანა.


ძირითადი მოვალეობები:


  • სს „საქართველოს ბანკი“-ს ობიექტების დათვალიერება აჭარა-გურია-სამეგრალოს რეგიონში, შეფასების ცხრილების მიხედვით ხარვეზების ჩანიშვნა, ინციდენტების დაფიქსირება პროგრამულად და შემდგომ დროული და ხარისხიანი მოგვარების პროცესების მართვა;
  • ინფრასტრუქტურის მართვის და ხარისხის კონტროლის არსებული სტანდარტების თანხვედრის მონიტორინგი და ყოველდღიური კომუნიკაცია დასუფთავებისა და ტექნიკურ განყოფილებებთან.


ადმინისტრაციული ფუნქციები:


  • კონკრეტული სამუშაოების ფარგლებში ობიექტების/ ბანკომატების/ გადახდის აპარატების ტექნიკური მდგომარეობისა და დასუფთავების შეფასება; ხარვეზების დოკუმენტირება. კრიტიკულ ობიექტებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარება პასუხისმგებელ პირებთან;
  • ინფრასტრუქტურული მართვის სისტემაში მუშაობა და სამუშაოს თანმიმდევრობის განსაზღვრა;
  • ინფრასტრუქტურული მართვის განყოფილების თანამშრომლების მხარდაჭერა საქმიანობის შესრულებისას და თანამშრომლებთან პოზიტიური სამუშაო ურთიერთობების შენარჩუნება;
  • შესაბამისობის სტანდარტების, ოპერაციული პოლიტიკისა და პროცედურების მხარდაჭერა;
  • მომსახურების ხელშეკრულებების მონიტორინგი, შეუსაბამობების განსაზღვრა და შესაბამისი ქმედებების შემუშავება;
  • რეგიონების ფარგლებში კვირის სამუშაო დღეებში მანქანით გადაადგილება.



სასურველი პროფაილი:


  • მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საუკეთესო კომუნიკაციის უნარები(როგორც ვერბალური, ასევე არავერბალური);
  • გუნდური მუშაობისა და გუნდის მართვის უნარი;
  • სრული სურათის დანახვისა და ამავდროულად დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი;
  • კომპიუტერული, საოფისე პროგრამების სრუყოფილი ცოდნა;
  • B - კატეგორიის მანქანის მართვის მოწმობის ქონა.



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 4 დეკემბერი 2019

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით