საქართველოს ბანკის საოპერაციო დეპარტამენტი აცხადებს იმერეთის რეგიონის ინფრასტრუქტურის მართვისა და ხარისხის კონტროლის ოფიცრის ვაკანსიას.
პოზიციის მიზანია სს „საქართველოს ბანკი“- ს ობიექტების მუდმივი მონიტორინგი; სამუშაო ინფრასტრუქტურის ტექნიკური/დასუთავების სტანდარტების კონტროლი. ხარვეზების დაფიქსირება და მათი აღმოფხვრის პროცესების ბოლომდე მიყვანა.
ძირითადი მოვალეობები:
- სს „საქართველოს ბანკი“-ს ობიექტების დათვალიერება იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონში, შეფასების ცხრილების მიხედვით ხარვეზების ჩანიშვნა, ინციდენტების დაფიქსირება პროგრამულად და შემდგომ დროული და ხარისხიანი მოგვარების პროცესების მართვა.
- ინფრასტრუქტურის მართვის და ხარისხის კონტროლის არსებული სტანდარტების თანხვედრის მონიტორინგი და ყოველდღიური კომუნიკაცია დასუფთავებისა და ტექნიკურ განყოფილებებთან.
ადმინისტრაციული ფუნქციები:
- კონკრეტული სამუშაოების ფარგლებში ობიექტების/ ბანკომატების/ გადახდის აპარატების ტექნკიკური მდგომარეობისა და დასუფთავების შეფასება; ხარვეზების დოკუმენტირება. კრიტიკულ ობიექტებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარება პასუხისმგებელ პირებთან.
- ინფრასტრუქტურული მართვის სისტემაში მუშაობა და სამუშაოს თანმიმდევრობის განსაზღვრა.
- ინფრასტრუქტურული მართვის განყოფილების თანამშრომლების მხარდაჭერა საქმიანობის შესრულებისას და თანამშრომლებთან პოზიტიური სამუშაო ურთიერთობების შენარჩუნება.
- შესაბამისობის სტანდატების, ოპერაციული პოლიტიკისა და პროცედურების მხარდაჭერა.
- მომსახურების ხელშეკრულებების მონიტორინგი, შეუსაბამობების განსაზღვრა და შესაბამისი ქმედებების შემუშავება.
- რეგიონების ფარგლებში კვირის სამუშაო დღეებში მანქანით გადაადგილება.
სასურველი პროფაილი:
- მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- საუკეთესო კომუნიკაციის უნარები(როგორც ვერბალური, ასევე არაველბარული)
- გუნდური მუშაობისა და გუნდის მართვის უნარი
- სრული სურათის დანახვისა და ამავდროულად დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი
- კომპიუტერული, საოფისე პროგრამების სრუყოფილი ცოდნა
- B - კატეგორიის მანქანის მართვის მოწმობის ქონა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 4 დეკემბერი 2019