სს „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო მომსახურეობის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) ბანკირის პოზიციაზე ქუთაისში.



ძირითადი მოვალეობები:


  • პროდუქტების გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა:
  • საინტერესო და პერსპექტიული კლიენტების მოძიება, ინფორმაციის მიწოდება და პოტენციური კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებით;
  • არსებული მომხმარებლების მუდმივი ინფორმირება და ახალი პროდუქტების შეთავაზება.
  • სესხების მართვა (ყველა ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხის რეგულირება რაც დაკავშირებულია კორპორატიული სესხების დამუშავებასა და გაცემასთან);
  • საკრედიტო პორტფელის მართვა (მონიტორინგი, ვადაგადაცილებული სესხების მართვა);
  • ორგანიზაციული საკითხების მოგვარება (აღრიცხვა, რეპორტინგის წარმოება, გაყიდვებთან დაკავშირებული შენიშვნების მომზადება, მონაცემთა ბაზების განახლება);
  • პორტფელის სტატუსის მუდმივი მონიტორინგი.
  • პორტფელის ზრდის ხელშეწყობა. 

  


სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


განათლება: უმაღლესი, ბაკალავრი-ფინანსები/ეკონომიკა/საბანკო საქმე ბიზნესის ადმინისტრირება;


სამუშაო გამოცდილება: ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.


სავალდებულო ცოდნა და უნარები:

 

  • ძირითადი ფინანსური უწყისების ცოდნა ფინანსური კოეფიციენტების ანალიზი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • მომსახურების უნარები - თავაზიანობა, კეთილგანწყობა, დახმარების მზაობა;
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 9/12/2019.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით