სტუდენტური პროგრამა განკუთვნილია შენთვის, თუ ხარ მოტივირებული, ინიციატივიანი, მოგწონს და გაინტერესებს მონაცემთა მეცნიერება, მოდელების შექმნა და თანამედროვე მანქანური სწავლებები. 


აქ მიიღებ როტაციულ სამუშაო გამოცდილებას (6-12 თვე), იმუშავებ რაოდენობრივი ანალიზისა და მონაცემთა მეცნიერებების პროფესიონალ გუნდებთან ერთად, გაეცნობი მონაცემების დამუშავებისა და მოდელირების მიმართულებით უკანასკნელ ტრენდებს, ინოვაციურ ტექნიკებს, დააკვირდები სრულ სურათს და დაინახავ, როგორ ხდება ბიზნესმიზნების მისაღწევად მონაცემთა მეცნიერების გამოყენება ბანკის სხვადასხვა მიმართულებაში. 


რომელ მიმართულებებში მიიღებ სამუშაო გამოცდილებას?


• მონაცემთა ანალიზის სხვადასხვა მიმართულებები

• რაოდენობრივი ანალიზი და მოდელირება


რა არის საჭირო სტუდენტურ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?


• უნდა იყო მათემატიკის, სტატისტიკის, ფიზიკის, კომპიუტერული მეცნიერებებისა და სხვა დაკავშირებული მიმართულებების III-IV კურსის სტუდენტი / ახალი კურსდამთავრებული

• სასურველია, გქონდეს ბაზებთან მუშაობისა და ანალიზის გამოცდილება


რა არის პროგრამაში მონაწილეობის უპირატესობები?


ტრენინგპროგრამები და მენტორინგი


  • პროგრამა მოიცავს სხვადასხვა სამუშაოს შესრულებისთვის პროფესიული უნარების გასაუმჯობესებელ ტრენინგებს
  • თითოეულ მიმართულებაში როტაციისას გექნება შესაძლებლობა, მიიღო პროფესიონალი მენტორისგან დავალებები, რჩევები და შესრულებული სამუშაოს შესახებ უკუკავშირი


ანაზღაურება და სამუშაო გრაფიკი


პროგრამა ანაზღაურებადია და სტუდენტის შერჩევის შემთხვევაში შემოგთავაზებს შენზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს


კარიერული განვითარება


პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში დასაქმდები საქართველოს ბანკში.


რეზიუმეს/სააპლიკაციო ფორმის გამოგზავნის საბოლოო ვადაა: 21 იანვარი.


დამატებითი ინფორმაცისათვის დაგვიკავშირდით: Leaderator@bog.ge

გამოაგზავნეთ განაცხადი