სტუდენტური პროგრამა განკუთვნილია შენთვის, თუ ხარ მოტივირებული, გაინტერესებს თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიები, სხვადასხვა საბანკო გამოწვევების ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები და, ამავდროულად, სურვილი გაქვს იმუშაო ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე და მოქნილი სისტემის − ეჯაილის − პრინციპებით.


რომელ მიმართულებებში მიიღებ სამუშაო გამოცდილებას?


• Software Development (Oracle, Java, Angular, Web, Mobile)

• Software Quality Assurance

• IT Infrastructure

• Support (Help Desk, Application & Desktop Support)


პროგრამა, ჯამში, 7 თვეს გაგრძელდება. 


რა არის საჭირო სტუდენტურ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?


• უნდა იყო ინფორმაციული ტექნოლოგიების, მათემატიკის, ფიზიკის ან სხვა დაკავშირებული მიმართულებების III-IV კურსის სტუდენტი, ახალი კურსდამთავრებული ან სწავლობდე მაგისტრატურაზე


რა არის პროგრამაში მონაწილეობის უპირატესობები?


ტრენინგპროგრამები


პირველი თვის განმავლობაში გაივლი სპეციალურად შენზე მორგებულ ინტენსიურ პროფილურ ტრენინგპროგრამებს


ანაზღაურება და სამუშაო გრაფიკი


პროგრამა ანაზღაურებადია და შერჩევის შემთხვევაში შემოგთავაზებს შენზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს


კარიერული განვითარება


პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში დასაქმდები საქართველოს ბანკში


რეზიუმეს/სააპლიკაციო ფორმის გამოგზავნის საბოლოო ვადაა: 21 იანვარი.


დამატებითი ინფორმაცისათვის დაგვიკავშირდით: Leaderator@bog.ge

გამოაგზავნეთ განაცხადი