სს ,,საქართველოს ბანკი“ ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი, აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის პოზიციაზე.


პოზიციის ფუნქციები:

საბანკო-საკრედიტო პროდუქტების და პროცესების ანალიზი. ბიზნეს ამოცანების საერთო სურათის ხედვა და გადაჭრის გზების პოვნა. დაკრედიტების მეთოდოლოგიის და გადაწყვეტილებების პროცესის ტექნიკური საშუალებებით რეალიზაცია.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • უმაღლესი განათლება (მათემატიკა, ინფორმატიკა, ფიზიკა, ეკონომიკა, ფინანსები, ან სხვა დაკავშირებული სპეციალობები)
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება რისკების, ფინანსების ან ანალიზის მიმართულებით
  • სასურველია საბანკო-საკრედიტო პროდუქტების ცოდნა


ცოდნა და უნარები:


  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი
  • პროგრამირების ძირითადი პრინციპების და საწყისების ცოდნა
  • MS Office პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ინგლისური ენის ცოდნა


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 01/03/2020

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით