სს. საქართველოს ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მარაგების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.



ძირითადი მოვალეობები:

 

  • საწყობის მარაგების კონტროლი.
  • პროცესების გამარტივების სტრატეგიის შემუშავება.
  • რეპორტის მომზადება ( მარკეტინგული საწყობის ბრუნვის აღრიცხვა , ნაშთების და ხარჯის შედარება).
  • ნაშთების მუდმივი კონტროლი.
  • პროგრამული ჩამოწერა (რეპორტის მომზადება, ფიზიკური დადარება საწყობსა და პროგრამის რაოდენობებს შორის, ექსელის დეტალური ფაილის მომზადება, აქტის შედგენა, ჩამოწერა).
  • ს/ც -ის ინფორმირება საპრომოციო მასალების განთავსება/დარიგება/ამოღებაზე. 


ფროდაქშენი:

  • სხვადასხვა მიმართულების ჭრილში მცირეფორმატიანი და პრომო მასალების შეკვეთა.
  • დაბეჭდილი მასალის ხარისხის და სიზუსტის კონტროლი.
  • მიწოდების დედლაინის კონტროლი.

  

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

განათლება: უმაღლესი.

 

სამუშაო გამოცდილება: სასურველია სარეკლამო სფერში, ან სხვადასხვა ტიპის სტამბებში. 

 

 

აუცილებელი ცოდნა და უნარები:


  • აუცილებელია ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა.
  • სხარტი აზროვნება, კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარები.



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 22 იანვარი 2020.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით