სს ,,საქართველოს ბანკის“ საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტი აცხადებს გაყიდვების კონსულტანტის ვაკანსიას ბათუმში,ლაგოდეხში, თელავში, მცხეთაში, გარდაბანსა და ხელვაჩაურში.





  • თუ ხარ სტუდენტი ან კურსდამთავრებული და ახლა იწყებ სამუშაო კარიერას;
  • საბანკო სექტორი შენთვის მიმზიდველი და საინტერესოა;
  • სურვილი გაქვს გაიუმჯობესო კომუნიკაციის, მომსახურების და გაყიდვების უნარ-ჩვევები;
  • გსურს გახდე ქვეყნის ლიდერი ბანკის გუნდის წევრი, დაიწყო და განავითარო შენი მომავალი კარიერა ამ სფეროში...


 შენი ფუნქცია იქნება:


  • შეხვდე და გაესაუბრო სერვისცენტრში შემოსულ მომხმარებელს;
  • დაეხმარო გამოიყენოს ბანკის დისტანციური პროდუქტები და დაზოგოს თავისი დრო;
  • გააცნო ჩვენი ახალი პროდუქტები, მოუყვე მეტი არსებული პროდუქტების შესახებ, გააკეთო წარმატებული შეთავაზება და გაყიდო საბანკო მომსახურება;
  • წვლილი შეიტანო თვითმომსახურების დანერგვა-განვითარებისა და გაციფრულების (Digital) პროცესებში.
  • სერვისცენტრის სამეურნეო/საკანცელარიო ნივთების პროგრამული გამოწერა;
  • ბანკომატში დაკავებული ბარათების (არსებობის შემთხვევაში) პროგრამული რეგისტრაცია;
  • კორესპონდენციის მიღება/გაგზავნა;


 

 თუ შენ:


  • ხარ აქტიური;
  • გაქვს კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი;
  • გიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა და მათთვის დახმარების გაწევა;
  • არ ერიდები შეკითხვების დასმას და სიამოვნებით პასუხობ, როდესაც გეკითხებიან.

 


სამუშაოს ადგილმდებარეობა: Express/სტანდარტული სერვისცენტრი.

 

 

ჩვენ გთავაზობთ:

 

  • ანაზღაურებას: ფიქსირებული 350 ლარი (-22%) დამატებით ყოველთვიური ბონუსი, გამომუშავებით, გაყიდული პროდუქტების/ოპერაციების გეგმის შესაბამისად;
  • 8 საათიან სამუშაო განაკვეთს;
  • 2 კვირიან ინტენსიურ ტრენინგს, რომელიც დაგეხმარებათ პიროვნული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის განვითარებაში. ტრენინგი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას;
  • 6-თვიანი წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობას ბანკში არსებულ სხვადასხვა პოზიციაზე;
  • პერსონალური უნარების განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.


საკონკურსო პროცედურა: კანდიდატებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან პირველადი გადარჩევის ეტაპს, მოვიწვევთ ინდივიდუალურ გასაუბრებაზე.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 29/6/2021.

გამოაგზავნეთ განაცხადი

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით