სს „საქართველოს ბანკის“ ვადაგადაცილებული საკრედიტო პორტფელის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას  ვალდებულებების მართვის უმცროსი ოპერატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.

 

სამუშაო განრიგი: სრული, ორშაბათი - პარასკევი 10:00 – 19:00.


 

ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე თანამშრომელს, რომელიც მზად არის ჩვენთან ერთად წარმართოს პოზიციის ძირითადი ფუნქციები:

·         ვადაგადაცილებული საკრედიტო ვალდებულების მართვა;

·         მომხმარებელთა კონსულტაცია და მოლაპარაკების წარმოება გადახდის მეთოდებსა და ვარიანტებზე;

·         ვალდებულების დაფარვის უზრუნველყოფა შესაბამისი გადახდის გეგმებზე მოლაპარაკების გზით;

·         პრობლემის დროული იდენტიფიკაცია და მისი გადაჭრის გზების დასახვა;

·         გუნდის ეფექტურობის გაუმჯობესების გზებზე ზრუნვა და გაზიარება.

 

ჩვენ გთავაზობთ:

·         სრულ სამუშაო განაკვეთს და ფიქსირებულ ხელფასს + ყოველთვიურ ბონუსს (გამომუშავებით);

·         2-კვირიან თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგს, რომელიც დაგეხმარება პიროვნული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის განვითარებაში;

·         კომფორტულ სამუშაო სივრცეს;

·         გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.



ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია:

განათლება: უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ეკონომიკის ან სამართლის მიმართულებით).

სამუშაო გამოცდილება: სასურველია საკრედიტო აქტივების მართვის, მომსახურების და/ან სატელეფონო ცენტრში მუშაობის გამოცდილება.

ცოდნა და უნარები:

·         კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

·         ეფექტური კომუნიკაციური უნარები: აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა;

·         შესრულების სისწრაფე, ყურადღება დეტალების მიმართ, ლოგიკური აზროვნება, ორგანიზებულობა.

 

 

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. დაინტერესების დაფიქსირების ბოლო ვადაა 26 აპრილი , 2024 .

გამოაგზავნეთ განაცხადი

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge საქართველოს ბანკი დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. ჩვენი მიზანია ვიყოთ ინკლუზიური ორგანიზაცია, სადაც მრავალფეროვნება დაფასებული და წახალისებულია. ბანკი მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით