სს „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულება, SME Business Intelligence დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას SME Business Intelligence მენეჯერის პოზიციაზე.




ძირითადი მოვალეობები::                   

  •   Data-driven კამპანიების ინიცირება, დაგეგმვა და შესრულება;
  •   მიმდინარე კამპანიების შედეგების მონიტორინგი, რეპორტინგი, ანალიზი და შედეგების გასაუმჯობესებლად შესაბამისი ქმედებების / ამოცანების დაგეგმვა და განხორციელება;
  •   შედეგების გაზიარება და კომუნიკაცია შესაბამის კოლეგებთან, შედეგების გაუმჯობესების მიზნით;
  •   არსებული კამპანიების ავტომატიზაცია;
  •   კამპანიებისთვის საჭირო ინფორმაციის ახალი წყაროების მოძიება;
  •   ახალი ტიპის კამპანიებისთვის იდეების გენერირება და იმპლემენტაცია;
  •   მიმართულების ჭრილში გაყიდვების შედეგების მონიტორინგი, რეპორტინგი და ანალიზი;
  •   კლიენტების / პროდუქტების / არხების ჭრილში სხვადასხვა სახის რეპორტების და ანალიზის წარმოება, საჭიროების მიხედვით;
  •    სტატისტიკური მონაცემების ანალიზის საფუძველზე საყურადღებო ტენდენციების გამოკვეთა, პრობლემის იდენტიფიცირება, შესაბამისი დასკვნების / რეკომენდაციების მომზადება;
  •    პროცესების გამართვა მენეჯმენტისთვის ზუსტი და დროული ინფორმაციის მისაწოდებლად.




სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


განათლება: უმაღლესი, ბაკალავრი-ფინანსები/ეკონომიკა/საბანკო საქმე/ბიზნესის ადმინისტრირება;



სამუშაო გამოცდილება: რეპორტინგის და ანალიტიკის მიმართულებით - მინიმუმ 1 წლიანი

გამოცდილება საბანკო სფეროში.




სავალდებულო ცოდნა და უნარები:

  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • Excel და PowerPoint მაღალ დონეზე ცოდნა.



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 4 აგვისტო 2021.

გამოაგზავნეთ განაცხადი