საქართველოს ბანკის დისტანციური გაყიდვების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას საცალო ბიზნესის უმცროსი დისტანციური ბანკირის პოზიციაზე ქ. თბილისში. (ოფისი მდებარეობს საბურთალოს ტერიტორიაზე)



ჩვენთან კარიერის დაწყების შემთხვევაში, შენ გექნება შესაძლებლობა:

  • აწარმოო წინასწარ განსაზღვრული სეგმენტის მომხმარებლებთან (ფიზიკურ პირებთან) პროაქტიული კომუნიკაცია დისტანციურად, ძირითადად სატელეფონო არხით, საჭიროების შემთხვევაში მეილით;

  • მომხმარებლებს მონაცემების, დადგენილი საჭიროებების და მიზნების შესაბამისად შესთავაზო საბანკო პროდუქტები და მომსახურება, კონსულტაცია გაუწიო დისტანციური არხებით;

  • განავითარო მომხმარებელთა პორტფელი დასახული ამოცანების შესაბამისად.

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია:

განათლება: უმაღლესი ან უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი ( III ან IV კურსის სტუდენტი), სასურველია ფინანსების, საბანკო საქმის, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;

სამუშაო გამოცდილება: სასურველია მომსახურების და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის მინ. 6 თვიანი გამოცდილება.

აუცილებელი ცოდნა, უნარები:

  • ენების ცოდნა: ქართული, ინგლისური და სასურველია რუსული

  • გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;

  • მოლაპარაკებისა და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;

  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე და მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • საბანკო პროდუქტების, პროცედურებისა და მომხმარებელთან ურთიერთობის თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს;

  • მხარდამჭერ, განვითარებასა და სწავლაზე ორიენტირებულ მეგობრულ გუნდს;

  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.

  • სტუდენტებზე მორგებულ განრიგს - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 5 საათიანი მცოცავი გრაფიკით.


 

 დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 26 აპრილი, 2024.

გამოაგზავნეთ განაცხადი

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge საქართველოს ბანკი დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. ჩვენი მიზანია ვიყოთ ინკლუზიური ორგანიზაცია, სადაც მრავალფეროვნება დაფასებული და წახალისებულია. ბანკი მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით