საქართველოს ბანკის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო რისკების მართვის დეპარტამენტი, აცხადებს ვაკანსიას პორტფელური რისკების ანალიტიკოსის პოზიციაზე.

 

ძირითადი ფუნქციები:

 

·        მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელის მონიტორინგი;

·        პორტფელის ხარისხის პარამეტრების დაგეგმვასა და ლიმიტების მართვაში მონაწილეობა;

·        რისკ მოდელების შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობა;

·        მიმართულების რეპორტინგის წარმოება და არსებული რეპორტების ავტომატიზაცია;

·        ანალიტიკისთვის საჭირო მონაცემთა ხარისხის უზრუნველყოფაზე ზრუნვა;

·        შიდა მენეჯერული აღრიცხვის გამართვა, საჭირო პროცესების ინიცირება შესაბამის გუნდებთან;

·        მენეჯმენტისთვის რეგულარული პრეზენტაციების მომზადებაში მონაწილეობა;

·        რეგულატორულ მოთხოვნებზე შესაბამისი რეაგირება;

·        საჭიროებისამებრ, უშუალო ხელმძღვანელის Ad-hoc დავალებების შესრულება;

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

განათლება: უმაღლესი განათლება ეკონომიკის, სტატისტიკის ან ფინანსების მიმართულებით;

 

სამუშაო გამოცდილება:

 

·        აუცილებელია მონაცემთა ბაზებთან მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება (MS SQL Server / Oracle);

·        ბანკში ან სხვა საფინანსო ინსტიტუტში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;

·        რეპორტინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;

·        ფინანსური უწყისების ანალიზის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;

·        PowerBI დეშბორდების მომზადების გამოცდილება და DAX-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;

 

პოზიციისთვის შესაბამისი ცოდნა და უნარები:

 

·        MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

·        SQL-ის მინიმუმ საშუალო დონეზე ცოდნა;

·        PowerBI-ში მუშაობის შესაძლებლობა;

·        ვიზუალურად გამართული რეპორტების / პრეზენტაციების მომზადების უნარი;

·        ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;

·        სიახლეების ძიებასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;

·        ორგანიზებულად მუშაობის უნარი;

·        დეტალების ძიებისა და საკითხის სიღრმისეულად გააზრების უნარი;

·        ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;

·        კარგი კომუნიკაციის უნარები;

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკსგამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 26 იანვარი, 2024 წელი.

 

გამოაგზავნეთ განაცხადი

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge საქართველოს ბანკი დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. ჩვენი მიზანია ვიყოთ ინკლუზიური ორგანიზაცია, სადაც მრავალფეროვნება დაფასებული და წახალისებულია. ბანკი მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.