საქართველოს ბანკის საოპერაციო დეპარტამენტი აცხადებს ინფრასტრუქტურის მართვისა და ხარისხის კონტროლის მონიტორინგის ოფიცრის ვაკანსიას.


პოზიციის მიზანია სს „საქართველოს ბანკი“- ს ობიექტების მუდმივი მონიტორინგი; ინფრასტრუქტურულ-ტექნიკური სტანდარტების კონტროლი; ხარვეზების დაფიქსირება და მათი აღმოფხვრის ვადებისა და ხარისხის კონტროლი.


ძირითადი მოვალეობები:


·       სს „საქართველოს ბანკი“-ს ობიექტების მონიტორინგი, შეფასების ცხრილების მიხედვით ხარვეზების ჩანიშვნა, მართვის სისტემაში ინციდენტების დაფიქსირება და მოგვარების ვადებისა და ხარისხის კონტროლი.

·       ბანკის შიდა ჯგუფების და გარე კონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი, კონტროლი და კომუნიკაცია ბანკის ინფრასტრუქტურის დადგენილი პროცედურების და სტანდარტების მიხედვით.


ადმინისტრაციული ფუნქციები:


·       კონკრეტული სამუშაოების ფარგლებში ობიექტების ტექნკიკური მდგომარეობისა და დასუფთავების შეფასება; ხარვეზების დოკუმენტირება; კრიტიკულ ობიექტებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარება პასუხისმგებელ პირებთან.

·       ინფრასტრუქტურული მართვის სისტემაში მუშაობა და სამუშაოს თანმიმდევრობის განსაზღვრა. 

·       ინფრასტრუქტურის მართვისა და ხარისხის კონტროლის სამსახურის თანამშრომლების მხარდაჭერა საქმიანობის შესრულებისას და პოზიტიური სამუშაო ურთიერთობების შენარჩუნება.

·       მომსახურების ხელშეკრულებების პირობების მონიტორინგი, შეუსაბამობების განსაზღვრა და შესაბამისი ქმედებების შემუშავება.


სასურველი პროფაილი:


·       მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება

·       გამართული კომუნიკაციის უნარები, როგორც ვერბალური, ასევე წერითი.

·       გუნდური მუშაობისა და გუნდის მართვის უნარი

·       სრული სურათის დანახვისა და ამავდროულად დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი

·       კომპიუტერული, საოფისე პროგრამების სრუყოფილი ცოდნა

·       B - კატეგორიის მანქანის მართვის მოწმობის ქონა

·       კვირის სამუშაო დღეებში რეგიონების ფარგლებში მანქანით გადაადგილების შესაძლებლობა



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 01.06.2021


გამოაგზავნეთ განაცხადი