საქართველოს ბანკის კონტაქტ ცენტრში, სარეზერვო მომხმარებელთა მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციაზე ვაცხადებთ ვაკანსიას:

 

 

რას ვსაქმიანობთ ჩვენ?

მომხმარებლებს სატელეფონო და დისტანციური საკომუნიკაციო არხებით ვემსახურებით უწყვეტ რეჟიმში, ვუწევთ კონსულტაციას, ვთავაზობთ საბანკო პროდუქტებს და საჭიროების შემთხვევაში ვუსრულებთ საბანკო ოპერაციებს.

 

ვის ვეძებთ?

ყველას - განურჩევლად წინა სამუშაო გამოცდილებისა, სპეციალობისა და ენების ცოდნისა.

 

 

თუ შენ:

·        გამოტივირებს სხვების დახმარება და მათთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნა;

·        თავს კომფორტულად გრძნობ სწრაფ, ცვალებად, მრავალფეროვან გარემოში;

·        ხარ კომუნიკაბელური, ღია, კეთილგანწყობილი ადამიანი;

·        დაინტერესებული ხარ გრძელვადიანი თანამშრომლობით;

·        ხარ გუნდური, სწრაფი, მოქნილი, ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი;

·        გაქვს ლოგიკური აზროვნება და კარგი მეხსიერება;

·        საბაზისო დონეზე ფლობ კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს;

·        გსურს საბანკო საქმიანობის გაცნობა, სტაბილური სამსახური და განვითარება;

 

რას ნიშნავს სარეზერვო?

სარეზერვო თანამშრომელი, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში მუშაობს და იღებს სრულ ანაზღაურებას 550 ლარი (ნამუშევარი დღეების/საათების შესაბამისად);

ის პერიოდი, როდესაც არ მუშაობს სარეზერვო თანამშრომელი ასევე ანაზღაურდებადია - 113 ლარი

 

 

ჩვენ გთავაზობთ:

 

·        ანაზღაურებადი ტრენინგების ეტაპი (ტრენინგების დაწყებიდანვე ფორმდება საერზერვო ხელშეკრულება და ინიშნება ანაზღაურება);

·        საბანკო პროდუქტების, პროცედურების და მომხმარებელთან ურთიერთობის თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს;

·        მხარდამჭერ, განვითარებასა და სწავლაზე ორიენტირებულ მეგობრულ გარემოს.

 

გამოგვიგზავნე რეზიუმე და დაიწყე შენი კარიერა საქართველოს ბანკის სატელეფონო ცენტრში. შემოუერთდი ჩვენს დიდ გუნდს!

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2 აგვისტო, 2021.

გამოაგზავნეთ განაცხადი

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით