ს.ს საქართველოს ბანკის რისკების კულტურის, მმართველობის, მოდელების ვალიდაციისა და ანგარიშგების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას რისკების კულტურის და რისკ აპეტიტის მართვის/(ERM) რისკების მენეჯერის პოზიციაზე

 

რისკების მართვის ჩარჩოს გაძლიერების მიზნით შეიქმნა სტრატეგიული მნიშვნელობის ახალი მიმართულება Enterprise Risk Management, რომლის მიზნები მოიცავს: ორგანიზაციის მასშტაბით რისკის კულტურის გაძლიერებას (მათ შორის „დაცვის სამი ხაზის“ მოდელის ჭრილში Risk Culture Maturity baseline assessment, performance measurement metrics development/support risk KPI development across the organisation, Risk Culture Maturity growth monitoring), რისკების მართვის ერთიანი მიდგომების შემუშავებას და დანერგვას (მათ შორის common risk taxonomy რისკის სხვადასხვა სახეობებისთვის), მმართველობითი (risk governance) პროცესების გაუმჯობესებას (მათ შორის ერთიანი რისკის აპეტიტის მართვის პროცესის ოპტიმიზებას და ინტეგრირებას ბიზნესის პროცესებში), რისკების ანგარიშგებისა და ანალიზის (risk reporting & analytics) პროცესების ტრანსფორმაციას, ორგანიზაციული რისკების მართვის ერთიანი სისტემის (GRC - Governance, Risk & Compliance) დანერგვას და რისკების მართვის პრაქტიკის ევოლუციის უზრუნველყოფას; გარდა ამისა, კაპიტალის ადეკვატურობისა და ფინანსური რისკების სამართავად დაცვის მეორე ხაზის ფუნქციის გაძლიერებას; მოდელების ვალიდაციის, IFRS 9 & რეგულატორული დარეზერვების და სტრეს ტესტირების პროცესების ოპტიმიზაციას.  


რისკ მენეჯერის პასუხისმგებლობებია - უზრუნველყოს:

  • ორგანიზაციის მასშტაბით რისკის კულტურის გაძლიერებაში მონაწილეობის მიღება, მათ შორის „დაცვის სამი ხაზის“ მოდელის ჭრილში;
  • ბანკის მასშტაბით სტრუქტურულ ერთეულებში ცნობადობის გაზრდა რისკების შეფასებასა და მართვასთან მიმართებაში, ყოველდღიურ აქტივობებში და აღნიშნულის პროცედურული ფორმალიზება;
  • რისკების მართვის ერთიანი მიდგომების შემუშავება და დანერგვაში მონაწილეობის მიღება, მათ შორის common risk taxonomy რისკის სხვადასხვა სახეობებისთვის;
  • რისკების მმართველობითი (risk governance) პროცესების გაუმჯობესება, მათ შორის დაინტერესებული მხარეებისთვის მხარდაჭერის აღმოჩენა/კონსულტაციის გაწევა რისკების იდენტიფიცირება, შეფასების და მიტიგაციის აქტივობებთან მიმართებაში;
  • ფუნქციის მხარდაჭერა ბიზნესის პროცესებში რისკის აპეტიტის მართვის ოპტიმიზებასა და ინტეგრირებაში;
  • რისკების სტანდარტული თულების, სამუშაო ფორმების, პოლიტიკების და პროცედურების შექმნა, ეფექტურობის მხარდაჭერა (risk assessment & analytics);
  • ჯგუფის დონეზე რისკების ერთიანი რუკის (Group Risk Heat Map) ფორმირებისა და მართვის პროცესის დანერგვაში მონაწილეობის მიღება და პერიოდული ანგარიშგება;
  • ორგანიზაციაში რისკების მართვის პრაქტიკის ევოლუციის მხარდაჭერა;

 

სამუშაო გამოცდილება: შესაბამის სფეროში მუშაობის 3-4 წლიანი გამოცდილება, მათ შორის 2 წელი დიდი ოთხეულის კოპანიებში ან შესადარისი ზომის ფინანსურ ინსტიტუტში მონათესავე ფუნქციაში გამოცდილება; ფინანსურ ორგანიზაციაში მუშაობის შესაბამისი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

 


განათლება: ACCA/CA, MBA, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მაგისტრი ან სხვა ექვივალენტი.

 

           

 ცოდნა და უნარები:


  • ორგანიზაციული რისკების მართვის პრინციპების ცოდნა;რისკების ანგარიშგებისა და მონაცემთა ანალიზის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
  • მრავალ-ფუნქციური (cross-functional) გუნდებში მუშაობის გამოცდილება
  • დაინტერესებული მხარეების საჭიროებების სწორი აღქმა და რჩევის/კონსულტაციის გაწევის უნარი/გამოცდილება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ეფექტური ზეპირი/წერილობითი კომუნიკაციის უნარი (ქართულად და ინგლისურად, რუსული სასურველია);
  • შედეგებზე ორიენტირებულობა, „დიდი სურათის“ დანახვისა და მისი ზეგავლენის ორგანიზაციის კონტექსტში აღქმის უნარი;
  • ინოვატორული სულისკვეთება, მათ შორის რელევანტური მსოფლიო ტრენდების ცნობადობა, საუკეთესო პრაქტიკების მოკვლევისა უნარი და პრაქტიკაში აპლიკაცია
  • მუდმივი ზრუნვა როგორც პიროვნულ, ისე პროფესიულ განვითარებაზე;
  • კრიტიკული აზროვნების უნარი
  • Can Do attitude



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 19/07/2021.

გამოაგზავნეთ განაცხადი

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით