NGT RockIT Solutions (www.rockit.ge) ეძებს Java Developer / Senior Java Developer / Software Architect ჩვენი ახალი ტექნოლოგიური სტარტაპისთვის. შენ მოხვდები ეჯაილ გუნდში, მიიღებ მონაწილეობას ციფრული პროდუქტის შექმნისა და ბაზარზე გაშვების სრულ ციკლში. მიიღებ მონაწილეობას არქიტექტურის შემუშავებასა და არსებულის დახვეწაში. იმუშავებ გუნდში დარგის წამყვან სპეციალისტებთან ერთად.



NGT RockIT Solutions ფლობს და ანვითარებს გადაწყვეტილებებს შემდეგი თემატური მიმართულებებით:


  • ელექტრონული ხელმოწერების მიმართულება - signify.ge
  • ღია ბანკინგთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები
  • გვაქვს გლობალური ბაზრისთვის გათვლილი პროდუქტების დამუშავებასთან დაკავშირებული გეგმები


სასურველი მოთხოვნები:

  • პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავება Java EE ან Spring Boot-ის გამოყენებით
  • განათლება Computer Science-ის მიმართულებით ან შეიძლება იყოთ ამ მიმართულების სტუდენტი
  • სისტემების პროექტირების და დამუშავების გამოცდილება, დაგეგმვა, დამუშავება, Production-ში გაშვება
  • Web ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება. (HTML, CSS, JS, ...)
  • მონაცემთა ბაზასთან მუშაობის გამოცდილება
  • სხვადასხვა სახის ავტომატური ტესტების წერის გამოცდილება.


  • გამოცდილება ჩამოთვლილი ტექნოლოგიებიდან რომელიმეში:


  • Spring, Spring Boot, Spring Cloud
  • Java EE (JPA, CDI, EJB, JMS, JAX-WS, JAX-RS…)
  • Maven
  • Git-თან მუშაობის გამოცდილება
  • პროგრამირების და არქიტექტურის ძირითადი პრინციპების და მიდგომების ცოდნა
  • გუნდის მართვის უნარი
  • კლიენტებთან კომუნიკაციის უნარი
  • პრეზენტაციის ჩატარების უნარი
  • REST, SOAP
  • SSH, Bash


P.S არ არის აუცილებელი ყველა იმ ტექნოლოგიასთან გქონდეს შეხება, რომელიც ზემოთაა ჩამოთვლილი. შენი კვალიფიკაციიდან გამომდინარე, შენს კანდიდატურას შესაბამის პოზიციაზე განვიხილავთ!


დამატებითი მოთხოვნები:


  • უპირატესობად ჩაითვლება, თუ გარკვეული ხარ Front-end-ის თანამედროვე მიდგომებში და გქონია შეხება მობილური აპლიკაციების დეველოპმენტთან
  • შეგიძლია შენ მიერ დამუშავებულ სისტემებზე საუბარი
  • გაქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ხარ დეტალებზე ორიენტირებული



რას გთავაზობთ:


  • დარგში მოწინავე პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში მუშაობას
  • კონკურეტულ ანაზღაურებას
  • სტუდენტებისთვის მოქნილ სამუშაო გრაფიკს
  • თვითგანვითარებისა და პროფესიული ზრდის საუკეთესო შესაძლებლობას
  • საინტერესო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს
  • ჯანმრთელობის დაზღვევას

გამოაგზავნეთ განაცხადი